საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე

24-30 მაისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ 2024 გაიმართება.


საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოს, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა.

 

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის  - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის - ისტორიის გააზრება თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, აქტუალურ საკითხებზე დისკუსია და სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესება აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების კვლევით, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

 

საგაზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ექვს სასწავლო მოდულს: 1. ტერმინები “აფხაზი” და “აფხაზეთი”; 2. აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე (ახალი მოდული); 3. აფხაზეთი: “აფხაზთა სამეფოდან” ოკუპირებულ ტერიტორიამდე; 4. ყოფა აფხაზეთში: ეთნოლოგიური ექსკურსი (ახალი მოდული); 5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; 6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში. სალექციო კურსთან და ვორქშოფებთან ერთად დაგეგმილია დისკუსიები მრგვალი მაგიდისა და პანელურ ფორმატში, ასევე, გასვლითი აქტივობები სკოლის თემატიკასთან დაკავშირებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების მოსანახულებლად. ცნობილი ქართველი მეცნიერები, ასევე უცხოელი მკვლევრები თავის კვლევის შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ სკოლის ქართველ და უცხოელ მსმენელებს.

 

სკოლის სამუშაო ენებია  ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.

 

პროექტი უზრუნველყოფს  მსმენელების დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს;  არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების  მგზავრობის ხარჯს.

სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 01 მარტამდე  უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ქართულიინგლისური) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge. შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 10 მარტისა.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ქვემოთ მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე.

E-mail: abkhazia.school@manuscript.ge

info@manuscript.ge

ტელ.: 577 79 54 54                          

E-mail: irinagogonaia@manuscript.ge

თარიღი: 22/01/2024